fusteli | თარიღი: ორშაბათი, 18.06.2012, 01:05 | შეტყობინება # 1 |
მთავარსარდალი
ჯგუფი: Администраторы
შეტყობინებები: 4
სტატუსი: Offline
|
აიკიდო (იაპონ. 合気道) — ო-სენსეი მორიჰეიმ უესიბას მიერ შექმნილი იაპონური საბრძოლო ხელოვნება. მორიჰეიმ უესიბამ შექმნა აიკიდო. სახელწოდება მომდინარეობს სამი იეროგლიფიდან, რომლებსაც შემდეგი მნიშვნელობა აქვთ: აი (იაპონ. 合) — კომბინაცია, გაერთიანება კი (იაპონ. 気) — სული, ენერგია, მორალი დო (იაპონ. 道) — გზა უესიბამ შექმნა აიკიდო 20 საუკუნის 20- 30-იან წლებში როგორც მის მიერ შესწავლილი ადრე არსებული საბრძოლო ხელოვნებების სინთეზი. აიკიდოს საბაზისო ხელოვნებას, ერქვა დაიტო-რიუ აიკი ჯუცუ, რომელიც უესიბამ შეისწავლა ტაკედა სოკაკუსთან - ჯიუჯუცუს განმაახლებელთან - ერთად. ასევე ცნობილია, რომ უესიბამ შეისწავლა ტენჯინ შინო რუ ტოძავა ტოკუსაბუროსთან ტოკიოში 1901 წელს და გოთოა შინგან რუ ნაკაი მასაკაცუსთან 1903 - 1908 წლებში და ძიუდო კიოიჩი ტაკაგისთან ტანაბეში 1911 წელს. სწორედ დაიტო რიუს საბრძოლო ხელოვნება საფუძვლად დაედო აიკიდოს. გარდა ხელშიშველი საბრძოლო ოლეთებისა, უეშიბამ ჩაამატა აიკიდოში ვარჯიშები იარაღების გამოყენებით - ისეთი იარაღების, როგორებიცაა იარი (ოაპონური შუბი), ჯო (მოკლე კვერთხი) და ჯუკენი (ბაიონეტი). ასევე ითვლება, რომ აიკიდომ აიღო მრავალი საბრძოლო ილეთი იარაღის გამოყენებით კენჯუცუდან.
|
|
| |